არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები
არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი, ბუნებრივია, არის სპეკულაციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ პირველ არხთან ინტერვიუში „იგლ ჰილსის“ინვესტიციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ინვესტიციის წინააღმდეგ კოორდინირებულ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავ-ბნელი ძალების კამპანიას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.
„გასული 4 წლის განმავლობაში გვქონდა საშუალოდ 9,8% ეკონომიკური ზრდა, წელსაც 7,5%-ით დავასრულებთ წელს. გვაქვს ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპის კონტინენტზე და ჩვენს რეგიონშ. რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებული არიან არაკეთლმოსურნეები და როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იგივეს „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე. ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში. ერთი დეტალი კარგად აჩვენებს კოორდინაციას – კამპანია აწყებინეს „ლელოს“ და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან. თუ დააკვირდებით ბოლო 1-2 კვირას, „ლელო“ გაწეული ჰყავთ კამპანიიდან. ანუ ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გაწიეს და ეს კამპანია არსებითად გადააბარეს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად „ალტ ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“.
კონკრეტული შავ-ბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ. „ალტ ინფოზე“ კონკრეტული მიზეზიც გითხარით. ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ მათ აქვთ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს იმ პროცესებიდან, რაც ვითარდება. ანუ „ლელოს“ დააწყებინეს, მერე გაწიეს „ლელო“, გადააბარეს „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, იქ ჰყავთ კიდევ ჩართული უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები, რეალურად ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ ნაკლი არ აქვს.
არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც წელს პირველად გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. 11 მილიარდი მარტო ერთი პროექტიდან. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება, ყველაფერზე გავაკეთეთ განმატებები. რეალურად, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი, ბუნებრივია, არის სპეკულაციები. არის უპრეცედენტო ინვესტიცია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რამდენად დიდი ეფექტი ექნება ამ ინვესტიციას ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე. ამ პირობებში „ალტ ინფო“, „ლელო“, ნაცები და ეს შავ-ბნელი ძალები აწარმოებენ კამპანიას ამ ინვესტიციის წინააღმდეგ, ამასაც საზოგადოება ბუნებრივია, სათანადოდ შეაფასებს“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები

ვროპული ბიუროკრატია დღემდე გამოხატავს წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული