არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 23-24 იანვარს უკრაინის, -სა და რუსეთის სამუშაო ჯგუფებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება

23 და 24 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, -სა და რუსეთის სამუშაო ჯგუფებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

შეხვედრა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.

“ამერიკული გუნდი დღეს მოსკოვში წავა, ისინი პრეზიდენტ ტრამპთან ჩემს შეხვედრას ელოდებოდნენ, ახლა ისინი წავლენ და ჩემი გუნდი ამერიკულ გუნდს შეხვდება. ვფიქრობ, ეს პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება საამიროებში. ვფიქრობ, რომ ეს ხვალ და ზეგ იქნება. ეს იქნება შეხვედრა, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება საამიროებში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…