არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანის ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის „ოქროს ვიზის“ მქონე პირებისთვის, ბინადრობის ნებართვა გააუქმა

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანის ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის „ოქროს ვიზის“ მქონე პირებისთვის, ბინადრობის ნებართვა გააუქმა.

“ოქროს ვიზის”  მფლობელებს  გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა აქვთ, რომელსაც არაბთა გაერთიანებულმა საემიროები გასცემს უცხოელებისთვის ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებისთვის.

ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმის“ ინფორმაციით, საემიროებში ირანის აქტივები დაახლოებით 530 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ აქტივებს ამჟამად გაყინვა ან კონფისკაცია ემუქრება.