არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საამიროების პრეზიდენტი და დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გააცილა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.