არაბთა გაერთიანებული საამიროების დიდმა ბანკებმა რუსების ანგარიშების დახურვა დაიწყეს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE) მსხვილმა ბანკებმა, მეორადი სანქციების რისკის გამო, რუსეთთან ანგარიშსწორების შეზღუდვა და კომპანიებისა და ფიზიკური პირების ანგარიშების დახურვა დაიწყეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბანკები არ იღებენ ფულს დან და არ ახორციელებენ გადახდებს. უფრო მეტიც, ისინი აგრძელებენ კომპანიების ანგარიშების დახურვას, რომელთა მფლობელები რუსეთის მოქალაქეები არიან.
ეს ინფორმაცია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სამმა ბიზნესმენმა დაადასტურა. რუსული მედია იმასაც წერს, რომ სირთულეები 2023 წლის დეკემბერში მეორადი სანქციების შესახებ ამერიკული კანონის გამოცემამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, რის შემდეგაც ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი და ჩინეთი, მკვეთრად შეცვალეს პოლიტიკა რუსეთის კლიენტების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ