“არაბეთში ჩამოსვლა არ გაბედოთ, იცით, აქ რა ხდება? სხვა არჩევანი არ მქონდა…” – მაჰრეზის მეუღლე შოკისმომგვრელ დეტალებზე საუბრობს

გასულ ზაფხულს პრემიერლიგის ვარსკვლავი რიად მაჰრეზი “მანჩესტერ სიტიდან” ს “ალ აჰლის” 33.7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მისმა მეუღლემ ტეილორ ვარდიმ Amazon Prime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ცხოვრება მისთვის ურთულესია.
“იქ ცხოვრება ძალიან რთულია, თუმცა სხვა არჩევანი არ მაქვს. შოკში ვიყავი, როცა რიადმა მითხრა, რომ მანჩესტერიდან უნდა წავსულიყავით და საცხოვრებლად ჯიდაში გადავსულიყავით. ამიხსნა, რომ ეს თამაშის წესი იყო.
ვიცოდი, რომ საუდის არაბეთში კონსერვატიული შეხედულებები არსებობდა, წინასწარ გავარკვიე, აუზში როგორი ტანსაცმლის ჩაცმა შეიძლებოდა, იცით, რა მიპასუხეს? – ბოდიში, მაგრამ აუზი
მხოლოდ მამაკაცებისთვის არის განკუთვნილიო.
ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, იქ ცხოვრების წესი ძალიან განსხვავებულია”, – განაცხადა ვარდიმ.
შეგახსენებთ, მაჰრეზს “ალ აჰლისთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.