“არაა საჭირო იმის ძახილი, რომ მმართველ პარტიასაც უსწრებ, რომ არჩევნები ყალბდება” – სოსო მანჯავიძე

ყოფილი პარლამენტარი, სოსო მანჯავიძე, გორბის კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს — 2.5% აქვს, ხოლო Edison Research–ის კვლევის მიხედვით 2.6% და წერს:
“8 ნომერს ორივე კვლევა დაახლოებით იგივე პროცენტს უწერს, მე ვფიქრობ, რომ მათ 5% -იანი ბარიერის დაძლევა შეუძლიათ, თუმცა აქ ერთი პრობლემაა და კეთილი რჩევა მაქვს. არაა საჭირო იმის ძახილი, რომ პირველ ადგილზე ხარ და მმართველ პარტიასაც კი უსწრებ-ეს კონტრპროდუქტიულია. ამის გარდა, ნარატივი იმის შესახებ, რომ ყალბდება, არის სახელმწიფო გადატრიალების ინსტრუმენტი ჩვენი ქვეყნის მტრების ხელში. არავისთვის არაა საიდუმლო, თუ რა მზადდება და არც ისაა ძნელი დასათვლელი, რა შედეგებს მოიტანს ეს. არჩევნების გაყალბება ვერ მოხდება საარჩევნო პროცედურების მეშვეობით, შეიძლება გქონდეს პრეტენზიები საარჩევნო გარემოს, ან არათანაბარი პირობების გამო, მაგრამ იმეორო განუწყვეტლივ, რომ არჩევნები ყალბდება, თანაც ვერ მოიტანო ამის დამამტკიცებელი საბუთები, ძალიან ცუდია. თუ ამას ამბობ, მაშინ კეთილი უნდა ინებო და უთხრა მოსახლეობას, კერძოდ როგორ ყალბდება არჩევნები. მე, მაგალითად, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი კვალიფიციურ მსჯელობას ამ საკითხზე.”