აპრილში ჩიპების გლობალური გაყიდვები წინა წელთან შედარებით 22.7%-ით გაიზარდა

აპრილში ჩიპების გლობალური გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 22.7%-ით გაიზარდა და 56.96 მილიარდი დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციამ (SIA) განაცხადა.
მარტთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 2.5%-ით გაიზარდა. „აპრილში ნახევარგამტარების გლობალური გაყიდვები 2025 წელს პირველად გაიზარდა ყოველთვიურად“, – განაცხადა SIA-ს პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ნოიფერმა.
აპრილში გაყიდვები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 44.4%-ით გაიზარდა, ჩინეთში – 14.4%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სხვა რეგიონებში – 23.1%-ით. ევროპაში გაყიდვები 0.1%-ით, ხოლო იაპონიაში 4.3%-ით გაიზარდა.
ვრცლად Interfax–ზე