აპრილში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 69.8 მლნ ლარით გაიზარდა

აპრილში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 69.8 მლნ ლარით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 55.0 მლნ ლარით შემცირდა.
„ერთდღიანი სესხის ნაშთი 215.0 მლნ ლარით შემცირდა. აპრილში, განთავსდა და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა არ ყოფილა. მთლიანობაში, აპრილში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 270.0 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 2,395.0 მლნ ლარს გაუტოლდა.
აპრილში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 265.6 მლნ ლარით შემცირდა, უცხოური ვალუტის დეპოზიტების კლების გავლენით. რაც შეეხება M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 84.4 მლნ ლარით გაიზარდა“, – ნათქვამია სებ-ის მიმოხილვაში.

ასევე დაგაინტერესებთ