აპრილში ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა — საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7,5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8,8%-ია.
ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში.
საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე იანგარიშება. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები, — მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა არ მოიპოვება, — შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“