აპრილიდან პლასტიკის პარკების მონიტორინგი დაიწყება – რას უნდა ელოდონ მწარმოებლები?

აპრილიდან სახელმწიფო პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისობის მონიტორინგს იწყებს. უკვე ხელმისაწვდომია შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებიც. საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა პარკების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან.