“აპექს დეველომპენტი მიმდინარე წელს ორჯერ გაიზარდა” – კომერციული დირექტორი

დეველოპერული კომპანია „აპექს დეველოპმენტი” მიმდინარე წელს ორჯერ გაიზარდა – ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ბაქრაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა.
“2023 წელს მოთხოვნის ნაწილში ზრდა ცალსახაა, რასაც განაპირობებს არა მხოლოდ ბაზარზე არსებული ტენდენციები, არამედ ჩვენი კომპანიის პრესტიჟი და ცნობადობა, ჩვენ ორჯერ უფრო გაგვეზარდა მოთხოვნა კონკრეტულ ბინებზე, ვინაიდან ბევრმა გაგვიცნო და ნდობის ხარისხი მაღალია. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მიმდინარე წელს ჩვენი კომპანია ორჯერ გაიზარდა, ჩვენ ყველა ნომინანტში გვქონდა ზრდა და 2024 წლისთვის უფრო დიდ ზრდას ველოდებით” , – განმარტავს გიორგი ბაქრაძემ.