ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:
აქ წავიკითხე კრიტიკის მიმართ მიმღებლობა ისწავლეთო. ჩემზე თვითკრიტიკული არაფერი გენახოთ, ყოველთვის ჩემში ვეძებ პრობლემას, რის გამოც საკმარისად თავდაჯერებულ ადამიანად არ მთვლიან ჩემივე მეგობრები. არანაირი ვალდებულება არ აქვს მაყურებელს, პარტიას, ქარტიას და რა ვიცი ნებისმიერ ადამიანს მოეწონოს ყველაფერი, რასაც აკეთებს ტვ პირველი…
მაგრამ ერთი ეს მითხარით, როგორ მოხდა, რომ ნანუკა ქაჯაია, რომელიც ამდენი ხანია ლომის ხახაში ზის და იქიდან ყვება ამბებს, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობით ფასად არის აბსოლუტურად ყველგან, იქ სადაც უკანონობაა, უსამართლობაა, რისკია, მხუთავი გაზია თუ რა ვიცი კიდევ რა, აი, რანაირად გახდა “ნაძირალა”? რანაირად შეგიძლიათ ეს? მართლა დაუჯერებელია, მეგობრებო. ძალიან გთხოვთ, ნუ მიმითითებთ სიუჟეტისკენ. აკრიტიკეთ ჩვენი საქმიანობა, არასდროს არ დავუშლი მაყურებელს კრიტიკას. უბრალოდ მითხარით ნანუკა ქაჯაია როგორ იქცა ნაძირალად ამ ბრძოლაში მყოფი ადამიანებისთვის? ან დამწერს როგორ არ ერიდება? ამ დამლაიქებელს?”
