ანჯეი დუდა – ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ უნდა ისწრაფოდეს

უკრაინა ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ უნდა ისწრაფოდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ომის დროს ეს შეუძლებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინამ ნატო-ში მოწვევა უნდა მიიღოს, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში ამ საკითხის განხილვის პროცესს დაიწყებს. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ეს უკრაინის დამცველებისთვის მორალურად ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ნატო-ს სიძლიერისთვის და პოლონეთის უსაფრთხოებისთვის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა აშშ-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტზე: ამ შეხვედრებით ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თვითონ არ წავიდოდა?

ნიკა გვარამია: რა ვითარებაა ამ მიმართულებით საქართველოში, რა ინფორმაცია გვაქვს, რა ზომებს მივმართავთ – სადაა მშვიდობის მქადაგებელი „ქოცრეჟიმი”? არ იმსახურებს საზოგადოება განმარტებას?