ანჯეი დუდა – უკრაინასთან საზღვრის ბლოკირება ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, სთან საზღვრის გადაკეტვა ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის და მათ ფერმერებისთვის პროტესტის აკრძალვა არ შეუძლიათ.
მისი თქმით, ევროპელ ფერმერებს ევროკავშირის ბაზრებზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უზარმაზარი შედინების გამო „თავიანთი არსებობის შიში აქვთ“.
„ეს მართლაც რთული პრობლემაა. ეს დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ ს აგრესიის გამო. გვახსოვდეს, რომ ყველაფერში დამნაშავეა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და არავინ სხვა,“- განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, პოლონეთს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანზიტი არასდროს აუკრძალავს.
”პოლონეთმა დახურა თავისი შიდა ბაზარი უკრაინული მარცვლეულისთვის ამ ბაზარზე კრიზისის და პროდუქციის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მათ შორის მარცვლეულის ფასების მკვეთრი ვარდნის გამო, მაგრამ მას არ დაუბლოკავს პოლონეთის გავლით მარცვლეულის ტრანზიტის შესაძლებლობა,” – აღნიშნა დუდამ.
მისი მტკიცებით, სოფლის მეურნეობის პროფკავშირები ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ და საზღვრის ბლოკირება პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება არ არის.
„ვწუხვარ, რომ ასეთი სიტუაციები შეიქმნა, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე გთხოვ, გახსოვდეთ, რომ პოლონეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც პროტესტის უფლება არსებობს და კონსტიტუციითაა გარანტირებული“, – აღნიშნა დუდამ.
ამასთან, კითხვაზე, შეიცვალა თუ არა პოლონეთის პოზიცია უკრაინის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, პოლონეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უკრაინას აქვს მხარდაჭერა, მაგრამ მისი გაწევრიანება უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ „წესებს“.
“უკრაინას მხარს უჭერენ და, იმედი მაქვს, მხარს დაუჭერენ. იმიტომ, რომ არ უნდა დავუშვათ, რუსეთმა ამ ომში გაიმარჯვოს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ უკრაინის მომავალი გაწევრიანება ევროკავშირში გადაწყდება გაწევრიანების ისეთი პირობებით, რომლებიც ასევე პასუხისმგებლობით დაიცავს ევროპული ქვეყნების ბაზრებს“, – აღნიშნა დუდამ.
შეგახსენებთ, პოლონელი ფერმერები უკრაინასთან საზღვარზე 6 გამშვები პუნქტის ბლოკირებას აგრძელებენ. ამავდროულად, გამშვებ პუნქტებზე „უსტილუგი”, “რავა-რუსკაია” და “უგრინოვი” მათ სამგზავრო ტრანსპორტი გაშვება დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ