ანჯეი დუდამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „მიგ-29“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხი განიხილა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „მიგ-29“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
„ჩვენ „მიგ-29“-ების საკითხზე ვისაუბრეთ, რომლებიც ჩვენს მარაგშია დარჩენილი, რადგან რამდენიმე უკრაინას ცოტა ხნის წინ გადაეცა. ჩვენ კიდევ ერთი ესკადრილია გვყავს და ამ კუთხით საქმე გადაწყვეტილებას ეხება. ახლა ამ თვითმფრინავებს ვიყენებთ, „მიგ-29“-ებს, რომლებიც ჩვენს მისიებში მონაწილეობენ. თუ მათ უკრაინას გადავცემთ, მაშინ ერთი ფუნდამენტური პირობა არსებობს, კერძოდ, ჩვენი ცა დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
მისივე თქმით, პოლონეთი მზად არის უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს, თუ დასავლეთი გამანადგურებლების პოლონეთის ავიაბაზებზე გადაყვანას გადაწყვეტს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია