ანჯაფარიძე: ამ იდიოტური განცხადებით, გახარიამ მისდა უნებლიეთ, კიდევ ერთი ლურსმანი ჩააჭედა მის პოლიტიკურ კუბოს, რომლისთვისაც სამარე უკვე გათხრილია

,,ამ იდიოტური განცხადებით, გახარიამ მისდა უნებლიეთ, კიდევ ერთი ლურსმანი ჩააჭედა მის პოლიტიკურ კუბოს, რომლისთვისაც სამარე უკვე გათხრილია. განცხადების სრული იდიოტიზმის მიუხედავად, მოდით მაინც ვიკითხოთ რას ეუბნება გახარია ამით საქართველოს მოქალაქეებს?
თუ ბიძინა ივანიშვილს ფული არ ექნება, ამით საქართველოს მოქალაქეებს რა სარგებელი? შეიცვლება უკეთესობისკენ მათი მდგომარეობა? რა თქმა უნდა არა. პირიქით, შეიძლება გაუარესდეს იმ კუთხით, რომ ვეღარ დაფინანსდება ის პროექტები, რაც ფინანსდებოდა და ეხლაც ფინანსდება სწორედ ამ ფულით. სამაგიეროდ, გახარია საკუთარ ეგოს დაიკმაყოფილებს და ვინ იცის, იქნებ თავად მოინდომოს ამ ფულის ნაწილზე წაპოტინება?! სხვებისთვის წართმევის რეფლექსი კი გახარიას ჩანს მას შემდეგ გამოუმუშავდა, რაც „ნაცების“გვერდით ერთ პოლიტიკურ ბოსელში დააბეს.
ივანიშვილისთვის ფული და ძალაუფლება რომ ყოფილიყო ყველაზე ძვირფასი, როგორც გახარია ამტკიცებს, ის ორჯერ ნებაყოფლობით არ დატოვებდა ხელისუფლებას და შესაბამისად ძალაუფლებას. მოიქცეოდა ისე, როგორც გავლენიანი წრეები ითხოვდნენ მისგან, და არც მის ფულს დაემუქრებოდა საფრთხე შვეიცარიის ბანკებში და არც სანქციებს დაადებდნენ, სულ რომ შუაზე გახეულიყო გახარია.
და ბოლოს, ეს განცხადება იმაზეც მეტყველებს, რომ გახარიამ ვერა და ვერ გაითავისა, რომ ქართულ საზოგადოებაში ცხოვრობს და ესაა მისი ყველაზე დიდი ტრაგედია!” – წერს სოციალურ ქსელში, ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა