ანჩელოტი სამწვრთნელო საქმიანობას მალე დაემშვიდობება? – იტალიელმა თავის მომავალზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავის მომავალზე და შესაძლო პენსიაზე გასვლაზე ისაუბრა. ირკვევა, რომ იტალიელი ამაზე ფიქრობს და შესაძლოა, მენეჯერის როლში ეს მისთვის ერთ-ერთი ბოლო სეზონიც კი იყოს.
“ვფიქრობ, “რეალი” ჩემი ბოლო კლუბი იქნება. რაც შეეხება ნაკრებში მუშაობას, ეს საჩემო არაა. არ მინდა დავკარგო ის, რაც ძალიან მომწონს და ეს ყოველდღიური მუშაობის რეჟიმია.
ჩემთვის მწვრთნელის რანგში 29-ე სეზონია და ძალიან ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ ბევრიც დავკარგე”, – ციტირებს იტალიელს ESPN.
ინფორმაციისთვის, ანჩელოტის “რეალთან” კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურებოდა, მაგრამ
2023 წლიბს ბოლო შრომითი ხელშეკრულება 2026 წლამდე გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში