ანჩელოტი: მატჩი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ მოვიგეთ

ლა ლიგის პირველ ტურში “რეალი” “მალიორკას” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვერის შემდეგ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. იტალიელის თქმით, “რეალმა” მეტოქის დამარცხება ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ვერ მოახერხა.
“თამაში კარგად დავიწყეთ, გოლის გატანაც მოვახერხეთ და ანგარიშის გაზრდის შანსიც გვქონდა. მეორე ტაიმში ბალანსი დაგვაკლდა, ძალიან ბევრს ვუტევდით და ასეთ დროს ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია.
ნამდვილად უკმაყოფილო ვარ, უკეთ თამაში შეგვეძლო, თუმცა ამ მატჩმა უამრავი რამ გვასწავლა.
გაერთიანება გვჭირდება, ვფიქრობ, მატჩი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო უფრო ვერ მოვიგეთ, ვიდრე ფიზიკური პრობლემების გამო”,
– განაცხადა ანჩელოტიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში