ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს 2030 წლამდე უთავკაცებს, ამის შესახებ ინფორმაციას ESPN Brasil-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები 2+2 სისტემის კონტრაქტზე შეთანხმდნენ, იტალიელი სპეციალისტის ყოველწლიური ანაზღაურება კი 10 მილიონი ევრო იქნება, რაც ბრაზილიის ნაკრებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
ანჩელოტის კატეგორიული მოთხოვნით გაიზრდება მისი ასისტენტების ანაზღაურებაც.
შეგახსენებთ, “პაპა კარლოს” ხელმძღვანელობით “სელესაომ” ჯამში 10 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5-ჯერ იმარჯვა, 2-ჯერ ფრეს დასჯერდა, 3-ჯერ კი დამარცხდა.