“ანუ, ყოფილა რაღაც 4 შვილის დედობაში ხომ, თამარ? თუ შენი 4 შვილია შვილი და არაფრისთვის 1.6 წლით ციხეში გამოკეტილი 4 შვილის დედა, არაფერია?” – ნათია გაბრავა

0
სამოქალაქო აქტივისტი, ნათია გაბრავა:
სამიტზე თავის მთავარ სიტყვაში საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტის ცოლი, საქართველოს “პირველი ლედი” დიდი სიამაყით აცხადებს და ხაზს უსვამს, რომ 4 შვილის დედაა.
ანუ, ყოფილა რაღაც 4 შვილის დედობაში ხომ, თამარ? თუ შენი 4 შვილია შვილი და შენი სიტყვის პარალელურად სრულიად უსაფუძვლოდ, არაფრისთვის 1.6 წლით ციხეში გამოკეტილი 4 შვილის დედა, რომლის ტყუპებსაც დღეს შეუსრულდათ 12 წელი, არაფერია?
პ.ს განა რამე, განა ელენეს ღირსება მხოლოდ ისაა, რომ 4 შვილი ჰყავს და განა იმიტომ არ უნდა იჯდეს ციხეში, რომ 4 შვილი ჰყავს.
არა, ზუსტად ისაა ელენეს ღირსება ციხის კედლებიდან უფრო თავისუფალი, პრინციპული რომ არის, ვიდრე “პირველი ლედი” და მთელი მაგათი კლანი გარეთ, ზოგიც საქართველოში და ზოგიც ამერიკაში.