ანუ, გამოდის, რა – ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?

ანუ, გამოდის, რა – ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?
ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებას, რომელიც გმობს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დემოკრატიული პრინციპისათვის მიუღებელია ვინმეს სასამართლოში წასვლას აუკრძალო. დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატების სურვილია საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება მიმართოს სასამართლოს.
„დემოკრატიული პრინციპისათვის მიუღებელია, როცა ვინმეს სასამართლოში წასვლას უკრძალავენ, თუმცა, ჩვენ გვახსოვს ევრობიუროკრატების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, როცა ისინი ცდილობდნენ, სასამართლო საკუთარი კონტროლის ქვეშ აეყვანათ და ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებების რევიზია მოეხდინათ საელჩოებში. ახლა უკვე მოინდომეს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება, წავიდეს სასამართლოში. ანუ, გამოდის, რა – ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?! ეს უსამართლოა, მიუღებელია და ცდება დემოკრატიულ პრინციპებს,” – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ