“ანუ აღიარებენ რომ ს გამყალბებლები არიან ხოო?” – ფოფხაძე

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე, ქართული ოცნების წევრის, ნინო წილოსანის განცხადებას ეხმაურება და წერს:

ამათმა, საჯაროდ ჩვენებების მიცემა დაიწყეს?
ანუ აღიარებენ რომ ს გამყალბებლები არიან ხოო?

ნინო წილოსანმა ,,იმედზე” სალომე ზურაბიშვილზე განაცხადა:

არც თავისი არჩევნების დროს იყო ლეგიტიმურად არჩეული, ვგულისხმობ იმას, რომ პირველ ტურში მან ფაქტობრივად წააგო თავის ოპონენტთან. ის ვერ გახდებოდა პრეზიდენტი, რომ არა მეორე ტური, სადაც „ქართული ოცნება“ დაუდგა მას გვერდით და „ქართული ოცნების“ ხარჯზე გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა.

არც მაშინ იყო შინაარსობრივად არჩეული პრეზიდენტი, მთლიანი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნოდა და ახლა მით უფრო, როდესაც ის საქართველოს გამყიდველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც თავს აცხადებს მიმდინარე პრეზიდენტად.“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ირაკლი ღარიბაშვილისთვის გირაოს შეფარდებაზე – ეს არის ეკონომიკური ხასიათის დანაშაული, როგორც გამოძიება ამბობს, მან სრულად ითანამშრომლა, აქედან გამომდინარე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება