“ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ოთარ ჩრდილელის შვილი, ანუკი ჩრდილელი გეგმავს, უჩივლოს ქალს, რომელმაც მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ 2 დღის წინ დააკავა, საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ისაუბრა.
ჩრდილელის თქმით, მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება კანონით აკრძალულია, მეტადრე, როდესაც აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
აქტივისტი ასევე მისი დაკავების მომენტსაც იხსენებს.
თითით ანიშნეს ჩემზე, რომ დააკავეთო. ტროტუარზე ვიდექი. შესაბამისად, ჩემზე არ ყოფილა გაფრთხილება, მოწოდება, ვერ იქნებოდა ფიზიკურად, იმიტომ, რომ დღისით-მზისით ვიდექეი ტროტუარზე თეატრთან და არ ვიცი რა დავაშავე ტროტუარზე დგომით. ოქმში ჩამიწერეს, რომ ვილანძღებოდი და ვიგინებოდი და ეგეთი არაფერი ყოფილა. ასევე, ვინც შემაგდო მანქანაში სხვა ადამიანია და დამკავებლად გამიფორმეს სრულიად სხვა.
არ ვიცი, რატომ ჰგონია მეგრელიშვილს, რომ მე სადღაც მიბმული ვარ ნაცებს ან ქოცებს და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლია, რომ ასე ჰარი-ჰარალეზე ადვოკატმა ქალმა ისაუბროს. მე აუცილებლად ვუჩივლებ მათ სამართლებრივად, იმიტომ, რომ რადგან არ იცის კოდექსი და არ იცის, რა, როგორ და რანაირად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა, თან ცრუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოტანა, ასე არ ხდება. არანაირი ფისიქიური პრობლემა მე არ მქონია და თუ ასე საჯაროა ეს ყველაფერი, მე გამოვიტან ამ დასკვნას, არ მაქვს პრობლემა. ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას ნაცები ნამდვილად არ იყენებდნენ და საერთოდ, არავის გამოუყენებია 29 წლის განმავლობაში, – ამბობს ანუკა ჩრდილელი.
საქალაქო სასამართლოში რუსთაველზე დაკავებული აქტივისტების პროცესები იმართება. დაკავებულების უმეტესობა ქალია.
იმ ახალგაზრდების პროცესები, რომლებსაც წინასწარი დაკავების 48 საათიანი ვადა ამოეწურათ, სასწრაფო წესით გაიხსნა და მალევე შესვენება გამოცხადდა. ახლა ახალა აქტივისტები სხდომის გაგრძელებას სასამართლოს ეზოში ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ აქტივისტი ქალები და კაცები მიყოლებით ამხელენ პოლიციას სასტიკ ძალადობაში. ფიზიკური ანგარისწორების გარდა, ირკვევა, რომ დაკავების შემდეგ დემონსტრანტებზე ფსიქოლოგიური ტერორიც განხორციელდა.