ანტონ ჩეჩინის წერილი ციხიდან: მეგონა, რომ დამივიწყებდნენ, რადგან რუსეთიდან ვარ

საპროტესტო აქციების მონაწილე მეგი დიასამიძე ფეისბუქზე აქვეყნებს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული ანტონ ჩეჩინის ციხიდან გამოგზავნილ წერილს.

„მე უკვე ციხეში ვარ და მომისაჯეს 8.6 წელი. ვაგრძელებ ბრძოლას რამდენადაც ეს შესაძლებელია. ყოველდღე გიყურებთ ტელევიზორში, გამოვტყდები, მეგონა, რომ დამივიწყებდნენ, რადგან დან ვარ, თუმცა ასე არ მოხდა. კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ვიღებ და თქვენი მხარდაჭერაც მინდა. იმედი მაქვს, მალე ყველანი შევხვდებით რუსთაველზე“ – წერს ანტონ ჩეჩინი.

ანტონ ჩეჩინს 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ჩეჩინი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს.

ანტონ ჩეჩინი საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა. ფოტოგრაფიითა და ნუმიზმატიკით გატაცებული 26 წლის ანტონი ს ქალაქ ბარნაულიდანაა. საქართველოში გაიცნო მომავალი მეუღლე, მანჩო სამხარაძე. რუსეთი რეპრესიების გამო დატოვა, პუტინის რეჟიმის, ომის წინააღმდეგ გამოსვლების და შემდეგ დევნის გამო. იყო შემთხვევები, თითოკაციანი აქციებიც რომ გაუმართავს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართა კოლექტიური სარჩელით ამ დევნასთან დაკავშირებით და ის საქმე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სულ ცოტა ხნის წინ მოიგო კიდეც. ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როცა თავშესაფარი საქართველოში იპოვა და აქ დაფუძნდა, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ პუტინს გადარჩენილი თავს ამოყოფდა „ქართული ოცნების“ ტყვეობაში.