ანტონიო კოშტა – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო მართლმსაჯულების ქვაკუთხედია – უნდა დავიცვათ მისი დამოუკიდებლობა და მთლიანობა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა მხარდაჭერას გამოხატავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ, რომლის მოსამართლეებსაც -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა.
„ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც საერთაშორისო მართლმსაჯულების ქვაკუთხედია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ ეწინააღმდეგება ერებს – ის ეწინააღმდეგება დაუსჯელობას. ჩვენ უნდა დავიცვათ მისი დამოუკიდებლობა და მთლიანობა. ხელისუფლების უზენაესობაზე კანონის უზენაესობამ უნდა გაიმარჯვოს“, – წერს კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აღნიშნული მოსამართლეები მონაწილეობდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის დაკავების ორდერების გაცემასა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ სავარაუდო ომის დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების დაწყების უფლება მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?