რეკორდული აქტივობა უნგრელი ხალხის დემოკრატიულ სულისკვეთებას აჩვენებს, მათ საკუთარი აზრი გამოხატეს და მათი ნება ნათელია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას პიტერ მადიართან, რათა ევროპა უფრო ძლიერი და აყვავებული გავხადოთ“, – აცხადებს კოშტა.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 72.44%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 54 ადგილს. სავარაუდოდ, 7 ადგილს მოიპოვებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“.
ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.




