ანტონიო კოშტა – მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ სავალდებულო გარანტიების სისტემაში – ყველაზე ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს, ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტამდე, მის დროს და შემდეგ – დავეხმარებით მიწაზე ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო მისიებით

უკრაინა შესაძლო ყველაზე ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს – ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტამდე, მის დროს და მის შემდეგ. ამის შესახებ ევროპელი საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “მსურველთა კოალიცია” მზად არის, წვლილი შეიტანოს პოლიტიკურად და იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სისტემაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლისთანავე გააქტიურდება.
“გავმართეთ პარიზში “მსურველთა კოალიციის” პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შეხვედრა უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერის წინ წასაწევად. მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ პოლიტიკურად და იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სისტემაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლისთანავე გააქტიურდება.
ევროკავშირი წვლილს შეიტანს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ძალისხმევებში, რომლებიც უკრაინას სჭირდება ხანგრძლივი მშვიდობისთვის ნებისმიერი შეთანხმებისთვის.
– უკრაინის გაწევრიანების გზაზე წინ წაწევის მხარდაჭერა, რაც მისი სამომავლო კეთილდღეობის საკვანძო ელემენტია.
– შემდეგი ორი წლისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვაში დახმარება 90 მილიარდი ევროს სესხით, რომელზეც ევროპული საბჭო გასულ დეკემბერს შეთანხმდა. ამ დაფინანსების ნაწილი მხარს დაუჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, აგრესიის წინააღმდეგ დაცვის პირველ ხაზს.
– დავეხმარებით მიწაზე ჩვენი ევროკავშირის სამოქალაქო და სამხედრო მისიებით. შესაძლო ყველაზე ძლიერ პოზიციაში უნდა იყოს – ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტამდე, მის დროს და მის შემდეგ,” – წერს კოშტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)