მადლობა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესაფასებლად ლიდერების საკოორდინაციო შეხვედრის მოწვევისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ერთიანი ვართ მტკიცე გადაწყვეტილებაში, გავაძლიეროთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევა“, – წერს კოშტა.
შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ინფორმაციით, ევროპელმა და კანადელმა პარტნიორებმა სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართეს.




