ანტონიო კოშტა – ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგულ დამცველად დარჩება

ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგულ დამცველად დარჩება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„სრული მხარდაჭერა ევროკომისიას -თან სავაჭრო მოლაპარაკებებში. ვაჭრობა გლობალური კეთილდღეობის მძლავრ მამოძრავებელ მექანიზმს წარმოადგენს. ევროკავშირი თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის ერთგულ დამცველად დარჩება“, – წერს ანტონიო კოშტა.
მისი თქმით, ევროკავშირი პარტნიორებთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
„დროა მერკოსურთან და მექსიკასთან მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით ნაბიჯი წინ გადავდგათ და ინდოეთთან და სხვა მთავარ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ“, – აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა -ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს – 20%-იანი, ვიეტნამს – 46%-იანი, ტაივანს – 32%-იანი, იაპონიას – 24%-იანი, ინდოეთს – 26%-იანი, სამხრეთ კორეას – 25%-იანი, ტაილანდს – 36%-იანი, შვეიცარიას – 31%-იანი, ინდონეზიას – 32%-იანი, მალაიზიას – 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს – 10%-იანი, ისრაელს – 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას – 30%-იანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანია საქართველოს რეკომენდაციით მიმართავს, გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები და გააუქმოს ან შეცვალოს რიგ კანონებში, მათ შორის „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები

პაპუაშვილი 17 წელი იღებდა გერმანიისგან ხელფასს – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ჩამონათვალი, რომლებიც თავად მუშაობდნენ უცხოეთიდან დაფინანსებულ ან პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებში