ანტონიო კოშტა – გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის, ვერაფერი გადაწყდება სა და გრენლანდიასთან დაკავშირებით დანიის ან გრენლანდიის გარეშე

ევროკავშირი ვერ შეეგუება საერთაშორისო სამართლის დარღვევებს – იქნება ეს კვიპროსში, ლათინურ ამერიკაში, გრენლანდიაში, სა თუ ღაზაში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა.
„ევროპა მხოლოდ გეოგრაფიული ატრიბუტი არ არის – ეს ღირებულებების ერთობაა. ჩვენი კოლექტიური ძალა აყვავებულ ეკონომიკასა და თავდაცვაში ინვესტიციების ზრდაზეა დაფუძნებული – დიახ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკიდებულია იმ თანმიმდევრულობაზე, რომლითაც ამ ღირებულებებს ვიცავთ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ვერ შეეგუება საერთაშორისო სამართლის დარღვევებს – იქნება ეს კვიპროსში, ლათინურ ამერიკაში, გრენლანდიაში, ში თუ ღაზაში“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის.
„გრენლანდიასთან დაკავშირებით, ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო: გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. სა და გრენლანდიასთან დაკავშირებით ვერაფერი გადაწყდება დანიის ან გრენლანდიის გარეშე. მათ ევროკავშირის სრული და მყარი მხარდაჭერა და სოლიდარობა აქვთ. ევროპა საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი მმართველობის მტკიცე და ურყევ დამცველად დარჩება“, – აღნიშნა კოშტამ.
მან უკრაინის წინააღმდეგ ს ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის აგრესიული ომი, რომელიც საერთაშორისო სამართლისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ წარმოადგენს იმ პრინციპების თამამად დაცვას, რომელსაც იზიარებენ მსოფლიოს ქვეყნები. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის“, – აღნიშნა კოშტამ.