ანტონიო კოშტა – აშშ-სგან და უკრაინისგან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო და რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პროგრესი იქნა მიღწეული

აშშ-სგან და უკრაინისგან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო და რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პროგრესი იქნა მიღწეული, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ უკრაინის საკითხზე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის შემდეგ განაცხადა.
„სამშვიდობო მოლაპარაკებებში წინსვლის ახალი ტემპი შეინიშნება. ჟენევაში გუშინ გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც აშშ-ის, უკრაინის, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროპის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა. ამ წინგადადგმულ ნაბიჯს მივესალმებით. ზოგიერთი საკითხი კვლავ მოსაგვარებელია, თუმცა კურსი პოზიტიურია“, – განაცხადა ანტონიო კოშტამ.
მისი თქმით, „ის საკითხები, რომლებიც ევროკავშირს ეხება, კერძოდ სანქციები, გაყინული აქტივები და გაფართოება, ევროკავშირის სრულ ჩართულობას მოითხოვს“.
„ახლა მნიშვნელოვანია, რომ წინ ნაბიჯი გადავდგათ როგორც პარტნიორებმა, რომელთაც საერთო მიზანი აერთიანებთ: ადამიანების მკვლელობების დასრულება, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დასრულება და უკრაინელი ხალხისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში