ანტონიო კოსტა – ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავალ კიევში, რათა დავადასტუროთ მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისა და ზელენსკის მიმართ

ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები 24 თებერვალს კიევს ეწვევიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„24 თებერვალს, ს მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, გადავწყვიტე კიევში ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩავიდე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა გმირი უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, ს მიმართ“, – წერს ანტონიო კოსტა X-ზე.
ამასთან, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორშაბათს, 24 თებერვალს კიევს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესიც ეწვევა.
„ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. დიდება უკრაინას“, – დაწერა სანჩესმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები