ანტონიო კოსტა – ევროპელი ლიდერები -ში ვიზიტის შესახებ ემანუელ მაკრონის მოხსენებას მოისმენენ

ევროპელი ლიდერები -ში ვიზიტის შესახებ ემანუელ მაკრონის მოხსენებას მოისმენენ, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ევროპული საბჭოს პრეზიდენტზე, ანტონიო კოსტაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„6 მარტს დაგეგმილი ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტისთვის მოსამზადებლად, ხვალ დილით საბჭოს წევრების ვიდეოკონფერენციას ვაწყობ, რათა ვაშინგტონში მისი ვიზიტის შესახებ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოხსენება მოვისმინოთ“, – წერს ანტონიო კოსტა X-ზე.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გუშინ თეთრ სახლში შეხვდა, სადაც მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულებისა და აშშ-ევროპის ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)