ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელია

ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ ჩაიბარა – ინფორმაცია ნეაპოლური გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
„ნაპოლი“ მიესალმება ანტონიო კონტეს, რომელიც შეასრულებს მთავარი მწვრთნელის როლს და ხელს აწერს კონტრაქტს, რომელიც კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდე დააკავშირებს“, – წერია „ნაპოლის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„ძალიან ვამაყობ, რომ ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი გახდა. ანტონიო არის საუკეთესო მწვრთნელი, რომელთანაც, დარწმუნებული ვარ, გუნდი აღორძინებას აუცილებლად დაიწყებს და ეს იქნება ახალი ციკლის დასაწყისი იმის შემდეგ, რაც შარშან „სკუდეტო“ მოვიპოვეთ. იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე მრავალი სეზონის ყოფნის შემდეგ დღეს „ნაპოლის“ ისტორიაში მნიშვნელოვანი ახალი თავი იწერება“, – ამბობს კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი.
„ნაპოლი“ მსოფლიო მნიშვნელობის გუნდია. ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ ამ გუნდის მწვრთნელობით. ერთი რამის დაპირება ნამდვილად შემიძლია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდი და კლუბი წინ წავიდეს. ეს იქნება ჩემი და ჩემი სტაფის მთავარი ვალდებულება“, – განაცხადა ანტონიო კონტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა