ანტონიო კონტე: დილემა კვარაცხელიასა და ნერესს შორისაა – დავიდი თავს ძლიერად მაგრძნობინებს

„ემპოლისთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ურუგვაიდან მატიას ოლივეირა მუდამ დაღლილი ბრუნდება, დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ათამაშებს თუ არა კვირას, ხვალე გადაწყვეტს, თუმცა მისი შემცვლელი ჰყავს, ისევე როგორც ტრავმირებული სტანისლავ ლობოტკას ნაცვლად შეუძლია სასტარტოში ბილი გილმორი უპრობლემოდ დააყენოს.
კონტემ თქვა, რომ ალექს მერეტი გამოჯანმრთელდა, თუმცა არ გარისკავს და კარში „ლეჩესთან“ შეხვედრაში დააყენებს, რომელუ ლუკაკუ კი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, სიმშვიდე და გუნდის ლიდერობა მართებს.
„ნაპოლის“ თავკაცმა აღირა, რომ დავიდ ნერესის სათადარიგოთა სკამზე დატოვება უჭირს: „ის სატრანსფერო ფანჯრის
ბოლოს შემოგვიერთდა. ერთი თვის შემდეგ სულ სხვა ფეხბურთელი გახდა. ახლა რთულ მდგომარეობაში მაყენებს, რადგან ამჟამად ზოგიერთ სიტუაციას ვხედავ, დილემა მასსა და „კვარას“ შორისაა – ტექნიკური მახასიათებლებით, შეტევის უნარებით, უბურთოდ თამაშით და ბალანსი მთავარი საფუძველია. დავიდი თავს ძლიერად მაგრძნობინებს და ვიცი, პირველივე წუთიდან სათამაშოდ მზად იქნება. რეკონსტრუქცია დავიწყეთ და ძლიერი კონკურენციის შექმნა გვჭირდება“.