ანტონიო გუტერეში „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი, „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ღაზაში საომარი მოქმედებების განახლება, რომელიც უზარმაზარ ტრაგედიას გამოიწვევს, თავიდან ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ. „ჰამასს“ მძევლების დაგეგმილი გათავისუფლების გაგრძელებისკენ მოვუწოდებ“, – აცხადებს ანტონიო გუტერეში.
მისი თქმით, ისრაელმა და „ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ გუშინ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე: ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისაა