– შეძრწუნებული ვარ და ვგმობ საზარელ თავდასხმას სიდნეიში

შეძრწუნებული ვარ და ვგმობ დღევანდელ საზარელ, სასიკვდილო თავდასხმას სიდნეიში, ხანუქას აღსანიშნავად შეკრებილ ებრაულ ოჯახებზე, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩემი გული მთელი მსოფლიოს ებრაულ თემთანაა ხანუქას პირველ დღეს, ფესტივალის, რომელიც აღნიშნავს მშვიდობის სასწაულს და სინათლის გამარჯვებას სიბნელეზე“, – წერს გუტერეში.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდი-ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 ადამიანი. თავდასხმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია