– უკრაინაში დიდი ხანია ცეცხლის შეწყვეტის დროა

უკრაინაში დიდი ხანია ცეცხლის შეწყვეტის დროა, რაც სამართლიან, ყოვლისმომცველ და მდგრად მშვიდობას გამოიწვევს – გაეროს ქარტიის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს რეზოლუციების შესაბამისად, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე განაცხადა.
ის ასევე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის, ყველა მძევლის გათავისუფლებისა და პალესტინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობის მოწოდებით გამოვიდა.
„სუდანიდან მიანმარამდე, საჰელამდე, ავღანეთამდე და მის ფარგლებს გარეთაც ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა, ხელი შევუწყოთ დიალოგს და უზრუნველვყოთ მშვიდობა“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში 31 აგვისტოს გაიხსნა და 1-ელ სექტემბრს დასრულდა. ღონისძიებას 20-ზე მეტი უცხო ქვეყნის ლიდერები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის გაერო-ს გენერალური მდივანი , ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების ლიდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?