ანტონიო გუტერეში უკრაინაზე რუსეთის დარტყმებს გმობს და ბირთვული უსაფრთხოებისთვის შექმნილ რისკებზე საუბრობს

გაერო-ს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მკაცრად დაგმო ს მიერ ში დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების უახლესი ტალღა და განაცხადა, რომ დარტყმები კვლავ საფრთხეს უქნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვულ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებაშია აღნიშნული.
გაერო-ს გენერალური მდივანმა შეშფოთება გამოთქვა სახიფათო ესკალაციისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდის გამო. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით და ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
„ამ დარტყმებმა შეაფერხა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ენერგომომარაგება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბირთვული უსაფრთხოებისთვის არსებულ რისკებს. გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ, როგორც პირველი ნაბიჯისკენ სამართლიანი, ყოვლისმომცველი და მდგრადი მშვიდობისკენ, გაერო-ს ქარტიის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს