სუმზე თავდასხმაზე – სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ღრმად შეშფოთებული ვარ რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, რომელიც მსგავსი თავდასხმების დამანგრეველი მაგალითის გაგრძელებაა, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”, – აცხადებს გუტერეში.
მისი თქმით, საჭიროა ცეცხლის გრძელვადიანი შეწყვეტა მშვიდობა, რომელიც სრულად დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ მოწოდებას მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ვადასტურებ გაერო-ს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიმართ სამართლიანი, მდგრადი და ყოვლისმომცველი მშვიდობისთვის, რომელიც სრულად დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს გუტერეში.
შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ უკრაინის ქალაქ სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 34 ადამიანი და დაშავდა 119.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია