პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მთავარ დონორ ქვეყნებს ხვდება

გაერო-ს გენერალური მდივანი, პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მთავარ დონორ ქვეყნებს ხვდება.
შეხვედრა იმ ფონზე იმართება, როდესაც რამდენიმე დღის წინ ისრაელმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს 12 თანამშრომელი 7 ოქტომბრის თავდასხმებში მონაწილეობაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის: შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და იაპონიამ, განაცხადა, რომ სააგენტოს დაფინანსებას უწყვეტს.
„გენერალური მდივანი შეძრწუნებულია პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ გაჟღერებული ბრალდებებით, მაგრამ მისი გზავნილი დონორებისთვის – განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაფინანსება შეაჩერა, არის ის, რომ უზრუნველყონ სააგენტოს ოპერაციების უწყვეტობა, რადგან ჩვენ გვყავს ათიათასობით თავდადებული პერსონალი, რომლებიც მთელს რეგიონში მუშაობენ”, – განაცხადა გუტერეშის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს 12 თანამშრომელი 7 ოქტომბრის თავდასხმებში მონაწილეობაში დაადანაშაულა. გაერო-მ აღნიშნული თანამშრომლები პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოდან გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა