– ორი წლის წინ „ჰამასმა“ და სხვა პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის წინააღმდეგ საშინელი თავდასხმა განახორციელეს – მძევლები უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ, დაასრულეთ ტანჯვა!

ორი წლის წინ „ჰამასმა“ და სხვა პალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის წინააღმდეგ საშინელი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივანი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დღევანდელ დღეს, ყველა დაღუპულსა და საშინელი ძალადობის მსხვერპლს ვიხსენებთ. ორი წლის შემდეგაც კი, ღაზაში მძევლები საშინელ პირობებში რჩებიან. ეს არაერთხელ მითქვამს და დღესაც ვიმეორებ: მძევლები უპირობოდ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ. დაასრულეთ ტანჯვა. ეს წარმოუდგენელი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფაა. დაასრულეთ საომარი მოქმედებები ღაზაში, ისრაელსა და რეგიონში“, – წერს ანტონიო გუტერეში.
მისი თქმით, ღაზაში ომის დასასრულებლად -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს.
„მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა და სანდო პოლიტიკური პროცესი შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია“, – აცხადებს გაერო-ს გენერალური მდივანი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია