გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს, – ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის მისალოც წერილში.
„მსურს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მოგილოცოთ. საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ღირებული პარტნიორია და ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობის გაღრმავებას მოუთმენლად ველი. ერთად, ჩვენ შეგვიძლია მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის პრინციპების განვითარება, იმავდროულად, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, გენდერული თანასწორობის განვითარების, ინკლუზიურობის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით მუშაობა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს მიერ ამ მიზნების შესრულების განახლებულ ვალდებულებას მხარს ვუჭერ. თქვენი მოვალეობების შესრულებისას წარმატებებს გისურვებთ“, – წერს ანტონიო გუტერეში.
აღნიშნულ წერილს „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
