ანტონიო გუტერეში: …მაგრამ არ დავნებდები

გაერო-ს გენერალური მდივნის, ს განცხადებით, ის, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ვერ მოახერხა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოეთხოვა, მიანიშნებს, რომ ორგანიზაცია პარალიზებულია.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს ავტორიტეტი და სანდოობა სერიოზულად შეირყა, მაგრამ შემიძლია, დაგპირდეთ, რომ არ დავნებდები“, – განაცხადა გუტერეშმა დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, პარასკევს შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა.

კენჭისყრის ჩატარება ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა, რომელიც იშვიათად გამოიყენება იმისთვის, რომ საბჭოს ყურადღება მიაპყროს ნებისმიერ საკითხს, რომელიც, შეიძლება დაემუქროს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.