ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ვენესუელაში -ის სამხედრო ქმედებით შეშფოთებულია

გაერო-ს გენერალური მდივანი ღრმად შეშფოთებულია ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული ესკალაციით, რომელმაც კულმინაციას -ის სამხედრო ქმედებით მიაღწია, რასაც პოტენციურად შემაშფოთებელი შედეგები მოჰყვება რეგიონისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერი სტეფან დიუჟარიკი ავრცელებს.
„ვენესუელაში არსებული სიტუაციისგან დამოუკიდებლად, ეს მოვლენები საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს. გენერალური მდივანი კვლავ ხაზს უსვამს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის, სრული პატივისცემის მნიშვნელობას – ყველასგან. იგი ღრმად შეშფოთებულია, რომ საერთაშორისო სამართლის წესები არ არის დაცული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს ვენესუელაში, ჩაერთონ ინკლუზიურ დიალოგში, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სრული პატივისცემით.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლონელი ევროპარლამენტარი – როდის შემდეგ გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი? – ამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, მაგრამ შესაძლოა, ეს უბრალოდ სუვერენიტეტის აღდგენაა, შესაძლოა, საღ აზრს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება