ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ – “ტოტენჰემი” ღრმა კრიზისშია

ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურში “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე “ნოტინგემ ფორესტთან” 0:3 წააგო და გასავარდნ ზონას ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ 1 ქულითაა დაშორებული.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს “სპურსს” მხოლოდ 5 ქულა აქვს მოპოვებული და პრემიერ ლიგაში გამარჯვება არ მოუპოვებია.
31 ტურის შემდეგ კლუბს მხოლოდ 30 ქულა აქვს და “დეზებისთვის” 1914/15-წლების სეზონის შემდეგ ეს ანტი-რეკორდის გამეორებაა. “ტოტენჰემი” ინგლისის ჩემპიონატში მორიგ მატჩს 12 აპრილს გასვლაზე “სანდერლენდთან” გამართავს.