ანტისემიტური პოსტების გამო, თეთრი სახლი ილონ მასკს აკრიტიკებს, X-ს კი რეკლამის უმსხვილესი მიმწოდებლები ტოვებენ

ანტისემიტური პოსტების გამო, სოციალურ ქსელ – X-ს რეკლამის უმსხვილესი მიმწოდებლები ტოვებენ. თეთრმა სახლმა SpaceX-ის დამაარსებელი და სოციალური ქსელის X-ის მფლობელი, ილონ მასკი, ანტისემიტური გამონათქვამების გამო მკაცრად გააკრიტიკა.
ეს მას შემდეგ, რაც ილონ მასკი ერთ-ერთი მომხმარებლის ანტისემიტური შინაარსის პოსტს გამოეხმაურა და დაწერა: “თქვენ თქვით ნამდვილი სიმართლე.” პლატფორმის ადმინისტრაციამ მასკის პოსტის შესახებ პირდაპირი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. მოგვიანებით კი, გენერალურმა დირექტორმა დაწერა, რომ X-ი ყოველთვის და მკაფიოდ იბრძვის ანტისემიტიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.
დეზინფორმაციის საშიშროების გამო ევროკომისიამ სოციალურ ქსელ ტვიტერზე რეკლამის განთავსება შეწყვიტა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრუქტურა რეპუტაციული ზიანის თავიდან აცილების მიზნით, X-თან თანამშრომლობას დროებით წყვეტს. მედია წერს, რომ სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია -პალესტინის ომის შემდეგ ვრცელდება.
ევროკავშირმა X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სოციალური ქსელის შესაბამისობის დადგენას ევროკავშირში არსებულ კანონთან ციფრული მომსახურების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ