ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი 22 იანვარს აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის სანახავად ჩავიდა, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ ჰოლოკოსტის ტრაგედია “უფრო მეტად გხვდება გულში, როცა მას პირადად ნახულობ”.
მასკის თქმით, ბოლო პერიოდში გულუბრყვილო იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა მასშტაბებს აღწევს ანტისემიტიზმი: “იმ წრეებში, რომლებშიც მე ვმოძრაობ, ანტისემიტიზმი თითქმის არ მხვდება”. – ამბობს მასკი კონსერვატორული პოდკასტის წამყვან ბენ შაპიროსთან ერთად გამართულ კონფერენციაზე.
ამასთანავე, ილონ მასკმა თავისი სოციალური მედია X-ი (ყოფილი Twitter-ი) დაიცვა, როგორც ადგილად, სადაც სიტყვის თავისუფლება ყვავის. მისი თქმით, იდეათა თავისუფალი მიმოცვლა საბოლოოდ სიძულვილის გამოსწორებას უწყობს ხელს, ხოლო სწორედ ნაცისტები იყვნენ ისინი, ვინც ინფორმაციისა და პრესის თავისუფლება შეზღუდეს.
ილონ მასკი 2023 წლის 15 ნოემბერს X-ზე გაკეთებული განცხადების გამო ანტისემიტური შეთქმულების თეორიის გავრცელებაში დაადანაშაულეს. მასკი დაეთანხმა მომხმარებელს, რომელმაც დაწერა, რომ “რომ ამერიკაში ებრაული საზოგადოებები თეთრი ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ”.
მასკის კომენტარს განცხადებით მალევე თეთრი სახლი გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, მასკის სიტყვები ანტისემიტიზმისა და სიძულვილის საშინელი ხელშეწყობაა, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკის მთავარ ღირებულებებს.
კომენტარიდან ცოტა ხანში X-თან სარეკლამო პარტნიორობა გაწყვიტეს კინოსტუდიებმა Disney, Warner Bros., Paramount, Sony.