ანტიპუტინისტი რუსი აქტივისტი და მისი პარტნიორი საქართველოს პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს რომ დაკავებულია ს ორი მოქალაქე: ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა, რომლებსაც პოლიციის თანახმად, ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა.
-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.
ვლადიმირ დუბოვსკიმ და ალინა საველიევამ თავშესაფრის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რაზეც მათ პოლიციის თანახმად, უარი ეთქვათ, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ, თავშესაფრის მაძიებელთათვის არსებულ კრიტერიუმებს.
“აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ მიერ გასაჩივრდა 2 ინსტანციის სასამართლოში, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საბოლოოდ, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ გამოსცა დაკავების განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაკავებულები ამ დროისთვის გადაყვანილი არიან, წინასწარი დაკავების იზოლატორში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”, – აცხადებენ -ში.
ვლადიმირ დუბოვსკი (პოლიტიკური აქტივისტი) არის რუსი პოლიტიკური აქტივისტი და ოპოზიციონერი. ის წარსულში იყო ს რეგიონული გუნდის (ვლადივოსტოკის შტაბის) ყოფილი კოორდინატორი. რუსეთში მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე (ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსების ბრალდებით) და ამიტომ იძულებული გახდა, დაეტოვებინა . ის საქართველოში 2021 წელს გადმოვიდა. საქართველოში ცხოვრების განმავლობაში ის აქტიურად არის ჩართული რუსი პოლიტიკური ემიგრანტების გაერთიანებაში და არის ასოციაცია “რუსები საქართველოდან” (Russians of Sakartvelo) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავს ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციას და უკრაინის ომის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებას.